კვიპროსული მედია: კაჭარავას ჩინურ კლუბში ტრანსფერი რეალურია
Aa
Aa

კვიპროსული მედია: კაჭარავას ჩინურ კლუბში ტრანსფერი რეალურია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ კარიერა შესაძლოა ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. კვიპროსული მედიის ცნობით ჩინური კლუბი კაჭარავას თაობაზე კვიპროსულ კლუბს ოფიციალური წინადადებით უახლოეს საათებში მიმართავს. ინფორმაციას Goal.com.cy ავრცელებს. თუ კლუბებს შორის შეთანხმება შედგება, ჩინური გუნდის ხელმძღვანელები კაჭარავას ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

კვიპროსული მედიის ცნობით ''ანორთოსისის'' ხელმძღვანელები კლუბში საკადრო ცვლილებებს გეგმავენ და კაჭარავას გაყიდვა ფინანსური კუთხით სწორ ნაბიჯად მიაჩნიათ. ფეხბურთელის წლიური ხელფასი 200 000 ევროს შეადგენს, ქართველი თავდამსხმელი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია.

ნიკა კაჭარავა ''რუბინის,'' ''ცხინვალის,'' ''როსტოვის,'' ''ახნასისა'' და ''კორონას'' ყოფილი ფეხბურთელია. 2018 წლის ზაფხულიდან კაჭარავა ''ანორთოსისის'' ღირსებას იცავს. 2018-19 წლების სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა კვიპროსის ჩემპიონატის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ''ანორთოსისის'' მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაინიშნა. კლუბში ირიცხებიან გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები