ხარაიშვილის საგოლე პასი შვედეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

ხარაიშვილის საგოლე პასი შვედეთის ჩემპიონატში

შვედეთის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურში გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგმა'' საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ ''ფალკენბერგთან'' ქულები დაკარგა. ანგარიში მე-15 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. 68-ე წუთზე ხარაიშვილის შესრულებულ კუთხურს რობინ სიოდერის თავური დარტყმა მოჰყვა, მეკარე შეცდა და ანგარიში გათანაბრდა.

მე-80 წუთზე გიორგი ხარაიშვილს გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა თანაგუნდელის ბრწყინვალე პასის შემდეგ ახლო მანძილიდან თავით არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

 

მიმდინარე სეზონში გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის 18 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 32 ქულით მე-6 ადგილზეა. ხარაიშვილის გუნდმა უკანასკნელი 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 4 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.

 ''გიოტებორგი'' შემდეგ მატჩს 19 აგვისტოს სტუმრად ''ჰელსინგბორგთან'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები