Aa
Aa

"ბაიერნი" კოუტინიოს გადაბირებით დაინტერესდა

„კამპ ნოუზე“ ფილიპე კოუტინიოს მომავალი ბურუსითაა მოცული. პრემიერ ლიგის კლუბებისთვის ნათქვამი უარის შემდეგ, ბრაზილიელ ფეხბურთელს ორი ვარიანტი გამოუჩნდა.

პირველი „პარი სენ-ჟერმენია“. „ბლაუგრანამ“ შესაძლოა სამხრეთ ამერიკელი ნეიმარის ტრანსფერში ჩართოს და „კოუ“ „პარკ დე-პრენსზე“ აღმოჩნდეს. მეორე კი მიუნხენის „ბაიერნი“ გახლავთ.

Mundo Deportivo-ს მიხედვით „რეკორდმაისტერის“ წარმომადგენლები „ბარსას“ მესვეურებს დაუკავშირდნენ და „პატარა ჯადოქართან“ დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიეს. გერმანელებს კოუტინიოს ტრანსფერის დეტალები და ბრაზილიელის გასხვისებასთან დაკავშირებით კლუბის პოზიცია აინტერესებდათ.

Mundo Deportivo-ს თანახმად მიუნხენელები მიღებულ ინფორმაციას გაანალიზებენ და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. რაც შეეხება, პსჟ-ს, ფრანგები მიმდინარე მოვლენებს გულდასმით აკვირდებიან და არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები