Aa
Aa

"ფიორენტინა" რიბერის გადაბირებას ცდილობს

„ფიორენტინა“ „ბაიერნის“ ყოფილ ფეხბურთელთან, ფრანკ რიბერისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით „იები“ ჩქარობენ და იმედი აქვთ თავიანთი პროექტით ფრანგი შემტევის მოხიბვლას მოახერხებენ.

36 წლის გარემარბი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. მას შეთავაზებები ჰოლანდიიდან, რუსეთიდან და საუდის არაბეთიდან ჰქონდა, თუმცა გერმანული პრესა აცხადებს, რომ ფრანკმა ყველა წინადადებაზე უარი განაცხადა.

„ფიორენტინა“ ფრანგ ფეხბურთელს „იუვენტუსში“ დაბრუნებული მარკო პიაცას შემცვლელად განიხილავს.

რიბერი ბუნდესლიგის ცხრაგზის ტრიუმფატორია და „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ 425 შეხვედრაში 124 გოლი შეაგდო და 182 შედეგიანი გააცემა გაიფორმა. „რეკორდმაისტერის“ ლეგენდამ ეროვნული გუნდის მაისური 81-ჯერ მოირგო და 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები