მეტროთი მოგებული ბოსტონის მარათონი
Aa
Aa

მეტროთი მოგებული ბოსტონის მარათონი

მსოფლიო სპორტის ყველაზე დიდი ტყუილის ავტორი როზი რუისი 2019 წლის 8 ივლისს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1980 წელს მოგებულ ბოსტონის მარათონზე რუისმა 42 კილომეტრის ნაცვლად მხოლოდ 1,6 კილომეტრი ირბინა.

ბოსტონის მარათონი საუკენეზეა მეტია ტარდება. პირველად ის 1897 წელს გაიმართა.

1980 წლის გარბენი კი ისტორიაში ყველაზე სკანდალური გამოდგა.

27 წლის კუბელმა როზი რუისმა დისტანცია 2 საათსა და 32 წუთში დაფარა. რაც იმ დროისთვის ფენომენალური შედეგი იყო.

გაოგნებულ ჟურნალისტებს და ორგანიზატორებს როზიმ ლაკონურად უპასუხა, რომ ის ამ დღისთვის ემზადებოდა.

კუბელი წარმოშობის მორბენალი ყველაზე პოპულარულ ქალბატონად იქცა და მისი სურათები მთელ აშშ-ში გამოფინეს.

მაგრამ, გაკვირვებული ორგანიზატორები მაინც ვერ ხვდებოდნენ როზის წარმატების საიდუმლოს.

საქმე იმაშიც იყო, რომ ფინიშის ხაზის გადაკვეთისას რუისს ხელებიც და სახეც მშრალი ჰქონდა და ინტერვიუს დროს მთლიან გარბენს ვერც კი იხსენებდა.

სიმართლე ძალიან მალე გაირკვა.

ფოტოგრაფმა სიუზან მოროუმ ორგანიზატორებს შეატყობინა , რომ მან მორბენალი ქალბატონი უახლოესი მეტრო სადგურის ამოსასვლელთან იხილა.

რის შემდეგაც მარათონის მესვეურებმა მარათონის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოების დათვალიერება დაიწყეს. სადაც როზი ვერსად ვერ ნახეს.

ამის შემდეგ ისინი მიხვდნენ , რომ რუისმა მთელი მანძილი მეტროთი დაფარა და მისი შედეგი გაანულეს.

1980 წლის მარათონის გამარჯვებული კანადელი ჟაკლინ გარო გახდა.

აღსანშნავია, რომ როზი რუისმა მედალი არ დააბრუნა და ორგანიზატორებმა კანადელი მორბენალისთვის ახალი დაამზადეს.

 

ცხელი ამბები