Aa
Aa

"ნეიმარ შე ბო**სშვილო" - პსჟ-ს ქომაგები "ნეის" წინააღმდეგ

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა ერთის პირველი ტურის შეხვედრა „ნიმის“ წინააღმდეგ გამართა. მატჩში ნეიმარს მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ამას ფრანგული გრანდის ქომაგებისთვის ხელი არ შეუშლია.

დაპირისპირების მიმდინარეობისას პსჟ-ს გულშემატკივრებმა სამხრეთ ამერიკელის მისამართით საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს და ასეთ ფრაზას სკანდირებდნენ - "ნეიმარ, შე ბო**სშვილო". პარიზული კლუბის ფანატებს ტრიბუნებზე ბანერებიც ჰქონდათ გამოფენილი, რომლებზეც ბრაზილიელ ფეხბურთელს წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

„პარკ დე-პრენსზე“ შეკრებილი ქომაგების ქმედებები „ნეის“ სატრანსფერო საგას უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ დიდი ხანია ბრაზილიელს საფრანგეთის დატოვება და კარიერის „ბარსელონაში“ გაგრძელება სურს.

„ნიმთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელებს ნეიმარის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. კილიან მბაპემ განაცხადა, რომ „ნეის“ გარეშე „პარი სენ-ჟერმენი“ სხვა გუნდი იქნება. მარკო ვერატიმ კი აღნიშნა, რომ არ სურს ბრაზილიელმა „პარკ დე-პრენსი“ დატოვოს.

27 წლის სუპერვარსკლავი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმაც დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები