Aa
Aa

ზიდანი: "ლა ლიგისთვის მზად ვართ"

მადრიდის „რეალმა“ ბოლო წინასასეზონო შეხვედრა ჩაატარა. „სამეფო კლუბი“ „რომას“ შეერკინა და „ჯალოროსისთან“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 2-2 დასრულდა, საფეხბურთო ლატარიაში კი უფრო მეტად იტალიურ გუნდს გაუმართლა.

„ჯალოროსისთან ჯახის შემდეგ „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბში არსებულ ვითარებას შეეხო და ხამესისა და ბეილის შესახებაც ისაუბრა.

„წინასასეზონო მზადება დასრულდა და შემიძლია გითხრათ, რომ ლა ლიგისთვის მზად ვართ. ჩვენ სწორედ ეს გვინდოდა და მიზანს მივაღწიეთ. რაც შეეხება ხამესსა და ბეილს ისინი რეალის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე, როგორც მთავარი მწვრთნელი ვალდებული ვარ მათი იმედი მქონდეს და მათი იმედი 100 პროცენტით მაქვს“.

„ხამესი ამჟამად გუნდთან ერთად არ იმყოფება, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი მალე შეიცვალოს“.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტის კოლექტივი ლა ლიგის პირველ შეხვედრას 17 აგვისტოს გამართავს და სტუმრად „სელტას“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები