Aa
Aa

პოგბა საკუთარ მომავალზე: "კითხვის ნიშნები არსებობს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგმა სუპერვარსკლავმა, პოლ პოგბამ „ჩელსისთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. 27 წლის ნახევარმცველს მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა „სამეფო კლუბი“ „წითელი ეშმაკების“ მიერ დაწესებული გამოსასყიდი თანხის გადახდაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.

პოგბამ, რომელმაც „ლურჯების“ წინააღმდეგ შედეგიანი გადაცემა მიითვალა RMC Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება და არავინ იცის „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩება თუ არა.

„როცა ფეხბურთს ვთამაშობ თავს კარგად ვგრძნობ. თანაც ეს ჩემი სამსახურია. ყოველთვის, როცა მინდორზე გავდივარ 100 პროცენტით ვიხარჯები“.

„ზუსტად ვიცი ჩემ შესახებ რა ინფორმაცია ვრცელდება. კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს და დრო გვიჩვენებს რა მოხდება“.

„ამჟამად მანჩესტერის ფეხბურთელი ვარ და თანაგუნდელებთან ერთად სიამოვნებას ვიღებ. ყოველთვის მინდა გავიმარჯვო და თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმს ვაკეთებ“.

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება და „ლოს ბლანკოსს“ პოგბას გადასაბირებლად დიდი დრო აქვს დარჩენილი. თუმცა უცხოურ პრესას თუ დავუჯერებთ ამჟამად „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრების ნომერ პირველი სამიზნე ნეიმარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები