ჩხეტიანი:''რაც იყო, იყო... ის უკვე ისტორიაა! ახლა ახალი გუნდი გვყავს''
Aa
Aa

ჩხეტიანი:''რაც იყო, იყო... ის უკვე ისტორიაა! ახლა ახალი გუნდი გვყავს''

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ქუთაისის ''ტორპედო'' წყალტუბოში ''რუსთავთან'' 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი რუსთაველთა კაპიტანმა ლუკა სილაგაძემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ ''ტორპედოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კომენტარი გააკეთა, რომელსაც ''ტორპედოს'' პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ჩხეტიანი: "ერთადერთი, ვისი ბრალიცაა დღევანდელი მარცხი, მე ვარ. უკლებლივ ყველა ფეხბურთელს, ვინც გუნდშია, დიდ მადლობას ვუხდი ბრძოლისა და შრომისთვის. გავაანალიზებთ შეცდომებს და მომდევნო მატჩისთვის უკეთ მოვემზადებით.

რაც იყო, იყო... ის უკვე ისტორიაა! ახლა "ტორპედოს" ახალი გუნდი ჰყავს და ამ გუნდსაც ექნება თავისი მიზანი. "ტორპედო" ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ასე იქნება ახლაც. დღევანდელი მარცხი არ ნიშნავს, რომ რამეზე ხელი ჩავიქნიეთ...

ფეხბურთელები ბევრს შრომობენ და დარწმუნებული ვარ, ქუთაისელ გულშემატკივარს არაერთ გამარჯვებას აჩუქებენ!" 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები