ყაზაიშვილის მორიგი გოლი MLS-ში!
Aa
Aa

ყაზაიშვილის მორიგი გოლი MLS-ში!

MLS-ში ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი ''კოლორადო რაპიდსთან'' გასვლით შეხვედრაში 2:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა 62-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მიმდინარე სეზონის MLS-ში მერვე გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილმა და კაშიამ ''სან ხოსესთვის'' 90 წუთი ითამაშეს.

ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში MLS-ში 22 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

''სან ხოსე'' შემდეგ მატჩს ''სპორტინგ კანზას სიტისთან'' გამართავს.

 აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილი ივლისის თვის MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გასულ თვეში 26 წლის შემტევმა MLS-ში 5 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები