Marca -
Aa
Aa

Marca - "ბარსელონა" ნეიმარის სანაცვლოდ ერთ ევროსაც არ გადაიხდის!

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ნეიმარის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონა" ბრაზილიელის სანაცვლოდ ერთი ევროს გადახდასაც არ აპირებს. ტრანსფერი კი იმ შემთხვევაში შედგება, თუ პსჟ ფეხბურთელების გაცვლას დათანხმდება.

"ბლაუგრანას" მესვეურების გადაწყვეტილება საბოლოოა და ისინი უკან დახევას არ აპირებენ. კატალონიურ კლუბს "ნეის" მიმართ ინტერესი კვლავ აქვს, მაგრამ არ გეგმავს ეკონომიკური გადმოსახედიდან საზღვრებს გაცდეს და "პარი სენ-ჟერმენს" მეგა-წინანადებით მიმართოს

"რეალის" გააქტიურების მიუხედავად, "კამპ ნოუზე" დარწმუნებულები არიან, რომ 27 წლის შემტეევი ამ ზაფხულს "პარკ დე-პრენს" არ დატოვებს. არადა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ "ნეი" "სანტიაგო ბერნაბეუს" უახლოვდება. Marca-ს ინფორმაციით "ბარსას" ნეიმარის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს - სადაც უნდა იქ წავიდეს.

"ბარსა" ამჟამად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ გამორიცხული არაა უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვალოს. 16 აგვისტოს ლივერპულში ევროპულ კლუბთა ასოციაციის შეხვედრა გაიმართება, სადაც ჩემპიონთა ლიგის 2024 წლის გათამაშებაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

შეხვედრას ალ-ხელაიფი და ბართომეუ დაესწრებიან და შესაძლოა ნეიმარის ტრანსფერი სწორედ "ნისლიან ალბიონზე" განიხილონ.

ნეიმართან დაკავშირებით AS-ც წერს და აცხადებს, რომ "პარკ დე-პრენსის" ბინადრები უპირატესობას "რეალს" ანიჭებენ. ესპანური გამოცემა ერთწლიან იჯარაზე საუბრობს, რომლის დასრულებისას "სამეფო კლუბი" ვალდებული იქნება ბრაზილიელის კონტრაქტი გამოისყიდოს. AS-ის პოზიციას Le Parisien-ც იზიარებს და აცხადებს, რომ კლუბები ამ იდეას მხარს უჭერენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები