არველაძის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია: 45 გოლი და პირველი ადგილი
Aa
Aa

არველაძის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია: 45 გოლი და პირველი ადგილი

უზბეკეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის გაწვრთნილი ტაშკენტის ''ფახთაქორი'' დაუმარცხებელია. მე-16 ტურში ჩემპიონატის ლიდერმა ''ფახთაქორმა'' აუტსაიდერი ''ბუხარა'' 5:0 გაანადგურა. არველაძის გუნდის მხრიდან გოლები იგორ სერგეევმა, მარატ ბიკმაევმა (2) და  დრაგან ჩერანმა (2) გაიტანეს.

''ბუხარას'' სასტარტოში უკრაინის ჩემპიონატიდან წამოსული ჯაბა ლიპარტია ვიხილეთ, სათადარიგოთა სკამზე კი ბოლნისის ''სიონის'' ყოფილი თავდამსხმელი ვილი ისიანი იჯდა. 31 წლის ლიპარტიასთვის აღნიშნული მატჩი სადებიუტო იყო.

ჩემპიონატის 16 თამაშში ''ფახთაქორმა'' 50 გოლი გაიტანა, რაც ასევე შთამბეჭდავი შედეგია. 16 შეხვედრიდან 14 მოიგო, ორი კი ფრედ დასრულდა. ქართველის სპეციალისტის გუნდმა 10 გოლი გაუშვა.

16 ტურის შემდეგ ''ფახთაქორი'' 44 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ტაშკენტის ''ლოკომოტივს'' 12 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, შოთა არველაძეს ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, კლუბის მთავარი სელექციონერი კი არჩილ არველაძეა.

ფოტო: championat.asia

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები