ლუის ენრიკეს მილოცვა
Aa
Aa

ლუის ენრიკეს მილოცვა "სპორტინგს"...

"ბარსელონას" თავკაცმა ლუის ენრიკემ ხიხონის "სპორტინგს" პრიმერა დივიზიონში დარჩენა მიულოცა.

ამასთან დაკავშირებით მან twitter-ზე ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო: "რა მშვენიერი ტურია! გილოცავ მეგობარო'! 

ენრიკეს ეს მილოცვა ხიხონელთა თავკაცს, აბელარდოს ეკუთვნოდა. ეს ორი სპეციალისტი ფეხბურთელობისას "ბარსელონაში" ერთად 6 წლის მანძილზე, 1996-2002 წლებში თამაშობდნენ, გარდა ამისა ისინი ესპანეთის ნაკრებშიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე პარტნიორები იყვნენ. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები