Aa
Aa

"მაკლარენი" ანონსოს ბოლო საჯინიბოა

ფერნანდო ალონსო აცხადებს, რომმაკლარენიმისი ბოლო გუნდი იქნება და იქიდან წამოსვლასთან ერთად, ფორმულა ერთში თავის კარიერასაც დაასრულებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახლა 33 წლისაა. 1-ში მისი დებიუტი 2001 წელს შედგა. მაშინ მანმინარდისბოლიდით იასპარეზა. წლევანდელი სეზონი მისთვის 1-ში მეთხუთმეტეა. აქედან ერთი სეზონი მანრენოსტესტ პილოტის რანგში, რეზერვში გაატარა.

ესპანელმა მრბოლმამაკლარენთანმრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ კონკრეტულად რამდენ სეზონზე, უცნობია. ის ამბობს, რომ სწორედმაკლარენშიდაასრულებს კარიერას, თუმცა კონკრეტულად როდის, ამაზე არაფერს ამბობს. ასევე გამორიცხავს, რომ ბრიტანულ გუნდში მენეჯერად დარჩება. ესპანელი ცხადებს, რომნორმალურ ცხოვრებასდაიწყებს მას შემდეგ, რაც სპორტიდან წავა.

 

ჩემი აზრით, ფორმულა ერთში 15, 16, ან 17 სეზონის შემდეგ, გაგრძელება აღარ ღირს.. უბრალოდ, ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს დავხურავ“, . ყველაფერი მამაჩემის მიერ გაკეთებული, „მაკლარენ-ჰონდასრეპლიკით დავიწყე. მაშინ სამი წლის ვიყავი. დასრულებასაცმაკლარენ-ჰონდათივაპირებ, ამჯერად ფორმულა ერთის რეალური მანქანითეს ჩემი ცხოვრების მესამედის დასასრული იქნება. ამ დრომ დიდი გამოცდილება, დიდებული მოგონებები და შესანიშნავი სამეგობრო წრე მომცა. ნორმალური ცხოვრება მაშინ დაიწყება, როცა სპორტიდან წავალ და საკუთარ თავს აქ მენეჯერად ვერ ვხედავ“. - განაცხადა ალონსომ.

ცხელი ამბები