Aa
Aa

"ინტერს" იკარდი აღარ სჭირდება

„ინტერი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მაური იკარდიმ კლუბი დატოვოს. „ნერაძურიმ“ არგენტინელი თავდამსხმელის 9 ნომრიანი მაისური რომელუ ლუკაკუს გადასცა და ამით სამხრეთ ამერიკელს მიანიშნა, რომ მან ადგილსამყოფელი უნდა შეიცვალოს.

„ინტერის“ მიზანი არგენტინელის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის დახმარებით „ლაციო“ დაყოლიება და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებაა.

პრობლემა ის გახლავთ, რომ 26 წლის ცენტრფორვარდს კლუბის დატოვება არ სურს. Corriere dello Sport „ინტერის“ მომავალს სამ გუნდს - „ნაპოლის“, „იუვენტუსსა“ და „რომას“ უკავშირებს.

„პარტენოპეი“ მაურიტოსთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტი. „ბიანკონერიზე“ საუბრისას იტალიური გამოცემები დიბალასა და იკარდის გაცვლაზე აკეთებენ აქცენტს, ხოლო „ჯალორისთან“ დაკავშირებით ამბობენ, რომ რომაელები „ნერაძურის“ ედინ ჯეკოსა და გარკვეულ თანხას შესთვაზებენ.

იკარდის მომავალი ბურუსითაა მოცული, თუმცა ერთი რამ ნათელია - „ინტერს“ მისი შენარჩუნება არ სურს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები