Aa
Aa

ხამესს "ატლეტიკოში" გადასვლა სურს

მადრიდის „რეალის“ ფლეიმეიქერს, ხამეს როდრიგესს „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება და „ატლეტიკოს“ რიგებში გადასვლა სურს. ამ ინფორმაციას Onda Cero ავრცელებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ესპანურ პრესაში ხამესის შესახებ ხშირად იწერებოდა. სამხრეთ ამერიკელის საკუთარ რიგებში ხილვით „ატლეტიკო“ და „ნაპოლი“ იყვნენ დაინტერესებული და როგორც ჩანს 28 წლის შემტევმა არჩევანი „როხიბლანკოსზე“ შეაჩერა.

„სამეფო კლუბი“ მზადაა ხამესი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს, თუმცა „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას კოლუმბიელის „ატლეტიკოში“ გასხვისების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს. „რეალის“ მესვეურებს უშუალო კონკურენტის გაძლიერება არ სურთ.

ხამესი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბაიერნში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. სამხრეთ ამერიკელი ფლეიმეიქერი რეგულარული სათამაშო დროის მიღებაზე ორიენტირებული და მიაჩნია, რომ „რეალში“ მიზანს ვერ მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები