Aa
Aa

"ბაიერნი" პერიშიჩით დაინტერესდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ თვალი „ინტერის“ ფეხბურთელს, ივან პერიშიჩს დაადგა. „ნერაძურის“ თავკაცის, ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში ხორვატი გარემარბის შენარჩუნება არ შედის და მილანელები მის გასხვისებაზე არიან ორიენტირებული.

Sky Sport Italia-ს თანახმად „რეკორდმაისტერმა“ „ინტერს“ წინადადებით მიმართა. გერმანული გრანდი მზადაა პერიშიჩი იჯარის წესით გადაიბიროს, მაგრამ გამოსყიდვის უფლების დატოვება სურს.

ამ ზაფხულს „ბაიერნის“ მთავარი სამიზნე ლეროი სანე გახლდათ, თუმცა 23 წლის შემტევმა სერიოზული ტრავმა მიიღო და „რეკორდმაისტერის“ მესვეურებმა ალტერნატიული ვარიანტების ძებნა დაიწყეს.

მიუნხენელებს წესითა და რიგით პერიშიჩის გაფორმება არ უნდა გაუჭირდეთ. ამ უკანასკნელმა ბუნდესლიგის შესახებ ყველაფერი იცის და თავის დროზე „დორტმუნდისა“ და „ვოლფსბურგის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები