სოსისი, ბარდა და კარტოფილის პიურე - ყველაზე უცნაური სათამაშო მაისური
Aa
Aa

სოსისი, ბარდა და კარტოფილის პიურე - ყველაზე უცნაური სათამაშო მაისური

სამოყვარული გუნდი, „ბიდეილი“ საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამ კლუბის შესახებ ალბათ ბევრი რამ გსმენიათ. შარშან მათ სათამაშო მაისურზე ჰოთ-დოგი გახლდათ გამოსახული. წელს კი გუნდმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

ამჯერად მაისურზე კარტოფილის პიურე და სოსისია გამოსახული, ხოლო მხრებსა და მკლავებს ბარდა “ფარავს”.

„ბიდეილის“ განცხადებით ეს მაისური საშინაო სათამაშო ფორმის ალტერნატივა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ერთი მაისურის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი, კერძოდ 5 ფუნტი სტერლინგი, საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

სოციალურ ქსელებში „ბიდეილის“ არჩევანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კლუბის მაისური უკვე მსოფლიოში ყველაზე ცუდ სათამაშო მაისურად მონათლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები