ყაზაიშვილი MLS-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
Aa
Aa

ყაზაიშვილი MLS-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

''სან ხოსეს'' ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გასულ თვეში 26 წლის შემტევმა MLS-ში 5 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ პრიზს კომპანია აუდი გადასცემს.

მიმდინარე სეზონში MLS-ში ყაზაიშვილის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მან ბოლო 8 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში ''სან ხოსე'' 38 ქულით მესამე ადგილზეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები