Aa
Aa

ზედრამატული და უმძიმესი მატჩი! ბასილაშვილი ზვერევთან დამარცხდა

მონრეალის "მასტერსის" მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-17 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნაცნობ მეტოქეს, ალექსანდრ ზვერევს დაუპირიპირდა. შეხვედრა ზედრამატული და საოცრად დაძაბული გამოდგა. ქართველმა ჰარდის საფარზე ზვერევს დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა სამ სეტში 5-7, 7-5 6-7 (5-7) დამარცხდა.

პირველ პარტიაში ბასილაშვილი უპირატესობას ფლობდა, ზვერევი კი ძირითადად დაცვაში იდგა, თუმცა ნიკა ბევრ შეცდომას უშვებდა, რაც დამღუპველი აღმოჩნდა.

სეტის სტარტზე ჩოგბურთელებმა უკუბრეიკები გაცვალეს. 4:4-ზე ნიკამ თავისი მოწოდება დათმო, თუმცა ზვერევმა შანსი ვერ გამოიყენა და სამი ორმაგი შეცდომის დაშვების შემდეგ, ქართველს წონასწორობის აღდგენის საშუალება მისცა.

5-5-ზე ბასილაშვილი ტაიბრეიკის განაღდებასთან ახლოს იყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ზვერევმა სეტზე მოწოდება მეორედ აღარ გაანიავა.

მეორე პარტია ნიკოლოზის უპირატესობით დაიწყო. ქართველი წინ ორი გეიმით გაიჭრა, თუმცა გერმანელმა თამაშში დაბრუნება მოახერხა. 4-4-ზე ბასილაშვილმა უმძიმესი გეიმი შემოატრიალა. 6-5-ზე კი მეტოქის ჩაწოდებაზე სეტპოინტი მიიღო და საჩუქარი კარგად გამოიყენა.

გადამწყვეტ სეტში ზვერევმა უკუბრეიკი მალევე შეასრულა, მაგრამ ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც უკეთ გერმანელმა იასპარეზა, არადა ნიკას რამდენიმე შანსი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები