''დინამოს'' მწვრთნელი:''ასეთ შედეგს არც ველოდით და არც ვიმსახურებდით''
Aa
Aa

''დინამოს'' მწვრთნელი:''ასეთ შედეგს არც ველოდით და არც ვიმსახურებდით''

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''დე კუიპზე'' იაპ სტამის ''ფეიენორდთან'' განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ თბილისის ''დინამოს'' მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა.

ფელის ვისენტე:''ასეთ შედეგს არც ველოდით და არც ვიმსახურებდით. მე-80 წუთამდე ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილებით მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით, ამ პერიოდში გუნდი აირია და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

ჩვენი გუნდის ფეხბურთელები პროფესიონალები არიან, თითოეული მათგანი ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდა მატჩს, მოედანზე კარგად ჩანდა, რომ მე-80 წუთამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა და ჩემი სუბიექტური აზრით ვთვლი, რომ შულაიას გაძევება სამართლიანი არ იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი გუნდის ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და ფსიქოლოგიურ მზადყოფნასთან პრობლემა არ აქვთ.

შენგელია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და პერსონაა. პირველი ტაიმის შემდეგ შენგელიას შეცვლა ტაქტიკური განხრახვიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ჩისკომ ჩათვალა, რომ მეორე ტაიმში განსხვავებული ტაქტიკით უნდა გვეთამაშა.

გუნდის თითოეული მოთამაშე მოედანზე გასვლისთვის მზადაა. შესაბამისად, ვერ გეტყვით ვინ ითამაშებს შემდეგ მატჩში. როგორც წეღან ვთქვი მე-80 წუთამდე ნორმალურად გამოვიყურებოდით, ვეცდებით საპასუხო მატჩში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ასევე, გვექნება გულშემატკივრის იმედი.''

''ფეიენორდმა'' შინ ''დინამო'' 4:0 გაანადგურა. საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები