ოფიციალურად! ლუკაკუ
Aa
Aa

ოფიციალურად! ლუკაკუ "ინტერის" ფეხბურთელია!

რომელუ ლუკაკუს სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდა! ბელგიელი ფეხბურთელი ამიერიდან "ინტერის" ღირსებას დაიცავს.

"ნერაძურიმ" ლუკაკუს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა. მილანელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ბელგიელი ფორვარდის დიდი გულშემატკივარია და დარწმუნებულია, რომ მისი ტრანსფერი გუნდის შემტევ პოტენციალს გააძლიერებს.

"ინტერმა" საკუთარ ქომაგებს გარიგების შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით ამბობს. "ნერაძურიმ" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც რომელუ ლუკაკუ აცხადებს: "ინტერი ყველასთვის არაა. აქ სწორედ ამიტომ ვარ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები