Aa
Aa

"რეალი" პსჟ-ს დაუკავშირდა! მადრიდელებს ნეიმარი სურთ!

კატალონიური გამოცემა Sport სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართა. „სამეფო კლუბმა“ ფრანგულ გრანდს ბრაზილიელი სუპერვარსკლავის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო და ლუკა მოდრიჩი შესთავაზა.

Sport-ის ცნობით „ბლანკოსის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი „ნეის“ გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს და დარწმუნებულია, რომ ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებს. „რეალის“ ქმედებების შესახებ „ბარსელონას“ მესვეურებს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებათ, თუმცა პოლიტიკის შეცვლას არ აპირებენ. „ბლაუგრანას“ მმართველებს ფეხბურთელის ეიმედებათ და სჯერათ, რომ „ნეი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლაზე უარს განაცხადებს.

Sport-ის მიხედვით ფლორენტინო პერესი ნეიმარის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა და მათ ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 27 წლის ბრაზილიელი იგივე ხელფასს მიიღებს, რასაც პსჟ-ში იღებდა. „რეალი“ ტრანსფერში კეილორ ნავასის ჩართვასაც არ გამორიცხავს და თუ „ბარსელონა“ არ გააქტიურდა, შესაძლოა სამხრეთ ამერიკელი მადრიდში აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები