სასიხარულო ინფორმაცია ლონდონის
Aa
Aa

სასიხარულო ინფორმაცია ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივართათვის

როგორც ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, გუს ჰიდინკმა განაცხადა, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის ცოცხალ ლეგენდას ჯონ ტერის, კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა. თავად ფეხბურთელი კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და აღნიშნულ წინადადებას ჯერ კიდევ განიხილავს.

როგორც მოგეხსენებათ, იანვრის ბოლოს ფეხბურთლმა განაცხადა, რომ "ჩელსი" მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კლუბი 35 წლის მცველზე ჯერ კიდევ იმედებს ამყარებს.

როგორც უკვე ცნობილია, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" ანტონიო კონტე ჩაიბარებს. ტერისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას კი, დიდწილად სწორედ იტალიელი სპეციალისტის სურვილს მიაწერენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები