პერესით გაცეცხლებული ზიდანი პოგბას ტრანსფერის მოლოდინში
Aa
Aa

პერესით გაცეცხლებული ზიდანი პოგბას ტრანსფერის მოლოდინში

მადრიდის ''რეალის'' მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანსა და კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის შესაძლოა ურთიერთობა ძალიან დაიძაბოს, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ''სამეფო კლუბმა'' ზიდანის ორი მთავარი მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა. 1998 წლის მუნდიალის ჩემპიონს ედენ აზარისა და პოლ პოგბას გადაბირება სურდა.

აზარი მადრიდულ კლუბს შეუერთდა და ''ჩელსიდან'' ესპანურ გრანდში გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა პოგბასთან მიმართებაში ვითარება საკმაოდ რთულადაა. ინგლისის პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე იხურება. თუ ''წითელი ეშმაკები'' პოგბას შემცვლელს არ შეიძენენ, ფრანგის ''რეალში'' გადასვლა ფაქტობრივად გამოირიცხება.

ზიდანი, რომელიც კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის მარტში დაბრუნდა, ახალი გუნდის აშენებას გარეტ ბეილისა და ხამეს როდრიგესის გარშემო არ გეგმავს. ძალიან წარმატებულ ფეხბურთელსა და შემდგომში მწვრთნელს ბეილისა და ხამესის გაყიდვა სურდა, მათ შეცვლას კი აზარითა და პოგბათი გეგმავდა. ფაქტია მიმდინარე ზაფხულში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ზიდანს სურს. Dailymail-ის ცნობით ფრანგი სპეციალისტი პერესისადმია გაცეცხლებული პოგბას ჩაშლილი ტრანსფერის გამო, თუმცა შესაძლოა გარიგება მაინც შედგეს.

Dailymail-ის ცნობით ხამესისა და ბეილის ტრანსფერი იმ მიზეზით არ შედგა, რომ ესპანური კლუბისთვის მისაღები წინადადებით არ მიუმართავთ, ''სამეფო კლუბი'' შეთავაზებულზე გაცილებით დიდ სატრანსფერო თანხას ითხოვდა.

ინგლისის პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დღეს დაიხურება, თუმცა ინგლისურ კლუბებს ფეხბურთელთა გაყიდვის უფლება 2 სექტემბრამდე აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები