Aa
Aa

აზარის სადებიუტო გოლი და გამარჯვება "ზალცბურგთან"

ედენ აზარმა მადრიდის „რეალის“ მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო. ბელგიელმა ფეხბურთელმა „ზალცბურგის“ კარი ლამაზი დარტყმით აიღო და „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრები გაახარა.

მატჩის შემდეგ აზარმა საკუთარი გამოსვლა შეაფასა და კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „როცა მოედანზე ხარ, გინდა გამარჯვება მოიპოვო და თუ ფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობ, გოლების გატანაზე ხარ ორიენტირებული. ამ მომენტს ბოლო 5 მატჩის განმავლობაში ველოდებოდი და დღეს როგორც იქნა მიზანს მივაღწიე. სადებიუტო გოლით დიდი სიამოვნება მივიღე“.

„სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ვთვლი, რომ ახლა უფრო მეტი ენერგია გვაქვს. პირველ ოფიციალურ მატჩამდე 10 დღე დარჩა, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და თავდაუზოგავად მუშაობა გავაგრძელოთ“.

„ჩვენი მიზანია მომდევნო კვირისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. ლა ლიგის სტარტს მოუთმენლად ველით და ბევრს ვვარჯიშობთ“.

ედენ აზარი ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრას 17 აგვისტოს გამართავს და „რეალის“ მაისურს „სელტას“ წინააღმდეგ მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები