ლევანდოვსკი უკმაყოფილოა! პოლონელს სამი ტრანსფერი სურს
Aa
Aa

ლევანდოვსკი უკმაყოფილოა! პოლონელს სამი ტრანსფერი სურს

რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკის დიდი ქომაგი არ გახლავთ. პოლონელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "რეკორდმაისტერს" გაძლიერება სჭირდებოდა და Bild-სთვიც მიცემულ ინტერვიუში იგივე გაიმეორა.

"ჩემი აზრით სამი ახალი ფეხბურთელი გვჭირდება. სანე რომც გადმოვიდეს, კიდევ ერთი გარემარბის გადაბირება მაინც აუცილებელი იქნება. შესაძლოა 6 ნომერი ან შემტევი ნახევარმცველი დაგვჭირდეს".

"ზაფხულში სამი შემტევი დავკარგეთ, არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და ხამესი. მიუხედავად ამისა ჯერჯერობით არავინ შეგვიძენია".

ბუნდესლიგის მოქმედ გამარჯვებულს დრო 2 სექტემბრამდე აქვს. "ბაიერნს" წარმატების მისაღწევად ცვლილებების გატარება ესაჭიროება, რაც "დორტმუნდთან" გამართულ შეხვედრაში მშვენივრად გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები