მამაკაცმა კალათბურთელმა
Aa
Aa

მამაკაცმა კალათბურთელმა "ორსულობის" გამო დისკვალიფიკაცია მიიღო

FIBA-მ ამერიკელ კალათბურთელს, დი ჯეი კუპერს დოპინგ-ტესტზე სხვა პიროვნების შარდის მიტანის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

RTV-ის ინფორმაციით კუპერი ბოსნიის ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელი უნდა გამხდარიყო, თუმცა მანამდე დოპინგის ტესტის გავლა მოუწია. მისდა სამწუხაროდ ტესტის შედეგად დადგინდა, რომ იგი ორსულად იყო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მის შარდში აღმოჩნდა ჰორმონი, რომელსაც პლაცენტა დაორსულების შემდეგ გამოყოფს.

საქმე ისაა, რომ კუპერმა დოპინგ-ტესტზე მეგობარი გოგონას შარდი მიიტანა. როგორც აღმოჩნდა წყვილმა ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.

თაღლითობის გამო, FIBA-მ კუპერი დასაჯა და პარკეტზე გასვლა 2020 წლის 20 ივნისამდე აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები