Sport - ნეიმარის ტრანსფერის გასაჩარხად კოუტინიოს გასხვისებაა აუცილებელი
Aa
Aa

Sport - ნეიმარის ტრანსფერის გასაჩარხად კოუტინიოს გასხვისებაა აუცილებელი

„ბარსელონა” ამ ზაფხულს შემადგენლობის გასაძლიერებლად მაქსიმუმს აკეთებს. „ბლაუგრანას“ მთავარი სამიზნე ნეიმარია და Sport-ის ინფორმაციით პსჟ-მ და „ბარსამ“ პროგრესს მიაღწიეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. იმისთვის, რომ „ნეი“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნდეს, აუცილებელია კოუტინიომ კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.

„ბარსელონა“ 27 წლის შემტევის გაფორმების შემდეგ, მისი ხელფასის გადახდას და ფინანსური ფეარ პლეის წესების დაცვას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ „კოუს“ გაუშვებს. კატალონიური კლუბის მმართველი საბჭოს წევრებს ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შესახებ ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებათ და „ნეისთვის“ საჭირო თანხების გამოთავისუფლებას ჩქარობენ.

პირველი ნაბიჯი მალკომის გასხვისება გახლდათ, რომელიც დაახლოებით სამ მილიონ ევროს იღებდა. შემდეგი ივან რაკიტიჩია. სავარაუდოდ ხორვატს ნეიმარის ტრანსფერში ჩართავენ, რის შედეგადაც „ბლაუგრანა“ დამატებით 5 მილიონს გამოათავისუფლებს. მიუხედავად ამისა მთავარი მაინც კოუტინიოა, რომელიც ყოველწლიურად 12 მილიონ ევროს იღებს. "ბარსას" ხელმძღვანელობა რაფინიას გაყიდვის ვარიანტსაც განიხილავს.

გამომდინარე იქიდან, რომ კოუტინიოს საკუთარ რიგებში ხილვა პსჟ-ს არ სურს და პრემიერ ლიგის სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება, შესაძლოა „ნეის“ საპნის ოპერის საბოლოო სერია ხუთშაბათს ან პარასკევს ვიხილოთ.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები