Aa
Aa

"მანჩესტერს" ხელი მოეცარა! ერიქსენის ტრანსფერი გამოირიცხა!

კრისტიან ერიქსენის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი გამოირიცხა. „წითელი ეშმაკები“ დანიელი ნახევარმცველის გადაბირებას გეგმავდნენ, თუმცა როგორც ირკვევა მოლაპარაკებებისას რამდენიმე პრობლემა წარმოიშვა.

პირველი საკითხი გამოსასყიდ თანხას უკავშირდება. Daily Mail-ის ინფორმაციით „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერს“ 80 მილიონი ევრო მოსთხოვა. არადა „დეზები“ მზად იყვნენ სხვა ევროპული კლუბებისთვის ერიკსენი დაახლოებით 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაეთმოთ.

მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დანიელ ფეხბურთელს უკავშირდება. 27 წლის ნახევარმცველს პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს და პირველ ადგილზე მადრიდის „რეალს“ აყენებს. აღსანიშნავია, რომ ერიქსენის ბრიტანული კლუბისთვის დათმობით დიდად არც „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული.

„ნისლიან ალბიონზე“ სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება. „წითელმა ეშმაკებმა“ დანიელი ნახევარმცველის გადაბირება ვერ მოახერხეს და ამის ფონზე ძალიან საინტერესოა პოლ პოგბას რა ბედი ეწევა.

"მანჩესტერის" წარუმატებლობის მიუხედავად, ჯერ არაფერია დასრულებული. უცხოურ პრესაში "რეალის" გარდა საუბარი "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსზე" მიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები