პიკე ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა
Aa
Aa

პიკე ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ხერარდ პიკემ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. ესპანელ უკანახაზელს „ნეის“ დაბრუნების პერსპექტივა ხიბლავს, თუმცა თვლის, რომ ბრაზილიელმა ამ თემის შესახებ დუმილი თუ არ დაარღვია, არაფერი გამოვა.

„ნეიმარის დაბრუნება ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ იგი პსჟ-ს ფეხბურთელია და ჩემი აზრი არაფერს ცვლის. ამ თემასთან დაკავშირებით ნეიმ საკუთარი პოზიცია საჯაროდ უნდა დააფიქსიროს და ხმა აიმაღლოს“.

„რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთს ვეკონტაქტებით, მაგრამ პირადი საუბრების სააშკარაოზე გამოტანა სწორი გადაწყვეტილება არაა. თუ მას დუმილის დარღვევა და საკუთარი აზრის დაფიქსირება მოუნდება, უნდა გამოვიდეს და თქვას რაც სურს“.

„ნეიმარი, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა, ნამდვილი გიჟია. მე სხვას ვერაფერს გეტყვით. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც კლუბისა და ქალაქის შესახებ ყველაფერი იცის“.

შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია „ნეის“ სატრანსფერო საგა უცხოური პრესის განხილვის საგანია. ბრაზილიელს პარ სენ-ჟერმენში დარჩენის სურვილი არ აქვს და „კამპ ნოუზე“ დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ჯერჯერობით მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები