Aa
Aa

"ინტერი" პერიშიჩს უშვებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Corriere della Sera აცხადებს, რომ „ინტერი“ ივან პერიშიჩის გასხვისებაზეა ფოკუსირებული.

„ნერაძურის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ამ ზაფხულს რამდენჯერმე განაცხადა, რომ მის ტაქტიკაში პერიშიჩის ადგილი არაა და იტალიური გრანდი იძულებული გახდა 30 წლის მოთამაშის გასხვისებაზე დაეწყო ზრუნვა.

ხორვატს „ინტერთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხულია „ნერაძურის“ რიგებში კონტრაქტის ამოწურვამდე იასპარეზოს. Corriere  della Sera-ს მიხედვით იტალიურ გრანდს იმდენად სურს პერიშიჩის გასხვისება, რომ მზადაა ხორვატი ფეხბურთელი გუნდიდან იჯარის წესითაც გაუშვას.

ჯერჯერობით 30 წლის მოთამაშეს ოფიციალური მსურველი არ ჰყავს, თუმცა იტალიური პრესა პერიშიჩს „მონაკოს“ უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები