Aa
Aa

"ინტერი" არ ნებდება! "ნერაძურის" ლუკაკუ სურს!

„ინტერი“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და უკან დახევას არ აპირებს. Calciomercato-ს ინფორმაციით „ნერაძურის“ წარმომადგენლებმა „მანჩესტერს“ ახალი წინადადებით მიმართეს, თუმცა კვლავ უარი მიიღეს.

იტალიური გრანდი მზად იყო ლუკაკუს სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი გადაეხადა, მაგრამ „იუნაიტედს“ სხვა გეგმები აქვს. Calciomercato-ს ცნობით „წითელმა ეშმაკებმა“ „ინტერს“ მინიმუმ 5 მილიონი ფუნტის დამატება მოსთხოვეს.

„მანჩესტერი“ თანახმაა ბელგიელი ფეხბურთელი გაასხვისოს, მაგრამ მის სანაცვლოდ სარფიანი წინადადების მიღება სურს. „წითელი ეშმაკები“ ლუკაკუს ტურინის „იუვენტუსს“ პაულო დიბალაში უცვლიდნენ, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელის დაყოლიება ვერ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენის სურვილი არც 26 წლის ცენტრფორვარდს აქვს. ბრიტანული პრესის ცნობით იგი „მანჩესტერთან“ ერთად არ იმყოფება და მშობლიურ კლუბ „ანდერლეხტში“ ვარჯიშობს. „ინტერს“ ეს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები