ჯაბა კანკავას ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

ჯაბა კანკავას ღირსეული ჟესტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა დედის სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლ ძმებს დაეხმარა და მათ თანხა გადაურიცხა.

54 წლის მაია ქართველიშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მის გადასარჩენად მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე 150 000 დოლარი ჯდება. მისი შვილები, ნიკა  და რატი თანხის შესაგროვებლად ტაქსს (სიცოცხლის მანქანას) იყენებენ და მგზავრებს 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან. ფეისბუქზე ასევე შექმნილია გვერდი, სადაც ქალბატონი მაიას დასახმარებლად ინტერნეტმომხმარებლები არიან გაერთიანებული.

ნიკა ქართველიშვილმა 5 აგვისტოს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანს მადლობა გადაუხადა: „მადლობა კაპიტანო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს ჩემთვის ასეთ მძიმე წუთებში“.

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD
GE28TB7739345064300013 TBC

მიმღები რატი ქართველიშვილი
პ/ნ 01019072195

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები