Aa
Aa

ფერდინანდის აზრით რუნის "მანჩესტერის" მწვრთნელობა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნის „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის ფუნქციების შეთავსება სურს.

როგორც მოგეხსენებათ 33 ინგლისელმა შემტევმა გუშინ „დერბისთან“ 18 თვიანი კონტრაქტი გააფორმა და 2020 წლიდან „პრაიდ პარკზე“ მოთამაშე მწვრთნელის სტატუსით იასპარეზებს.

ბრიტანულ გამოცემებთან საუბრისას „ნისლიან ალბიონზე“ რუნის დაბრუნებას ფერდინანდიც გამოეხმაურა და განაცხადა: „100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ რუნის საბოლოო დანიშნულება მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი პოსტია. თუ ის გეტყვით, რომ ეს ასე არაა, ე.ი იტყუება“.

„ბევრი რამ უნდა მოხდეს, რუნი წითელი ეშმაკების თავკაცად რომ დაინიშნოს. ფრენკ ლამპარდს ძალიან გაუმართლა, იგი სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩნდა. შეძლებს რუნი იგივეს? ამას დრო გვიჩვენებს“.

ფერდინანდს მიაჩნია, რომ რუნი მწვრთნელისთვის შესაფერისი თვისებები აქვს და დასძენს: „უეინს საკუთარი აზრის გამოთქმის არ ეშინია, რაც ძალიან კარგია. მას ფეხბურთელების მშვენივრად ესმის და ისეთ ასაკში იმყოფება ახალგაზრდა მოთამაშეებთან ურთიერთობის დამყარება არ გაუჭირდება. დღესდღეობით ბევრი სპეციალისტია ისეთი, რომელიც მომავალი თაობისგან თავს შორს იჭერს. რუნი ერთ-ერთი მათგანი არაა, რაც დიდი პლუსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები