ჭიაბრიშვილი:''გოლი წესების დაცვით გავიდა... ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ''
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი:''გოლი წესების დაცვით გავიდა... ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ''

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ''არარატ-არმენია'' შინ ''საბურთალოსთან'' 1:2 დამარცხდა. პირველი ტაიმი სომხეთის ჩემპიონმა 1:0 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ალთუნაშვილისა და ყენიას გოლებით გამარჯვება საქართველოს ჩემპიონს დარჩა. საპასუხო მატჩი შემდეგ კვირაში გაიმართება.

ერევანში გამართული მატჩის შემდეგ თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა:''ეს იყო ურთულესი მატჩი, ჩავატარეთ ორი განსხვავებული ტაიმი. პირველ ტაიმში უპირატესობას ''არარატ-არმენია'' ფლობდა, თუმცა შესვენების შემდეგ უპირატესობა მოვიპოვეთ და გოლის გატანის ორი შანსი გამოვიყენეთ.

იმედი მაქვს იმ შეცდომებს არ დავუშვებთ, რაც ''შერიფთან'' საპასუხო შეხვედრაში დავუშვით.

კითხვაზე ყენიას გოლისას დაარღვიეს თუ არა ''საბურთალოს'' ფეხბურთელებმა თამაშის სამართლიანი წესი, ჭიაბრიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:''შემიძლია ორი რამ ვთქვა, უპირველესად გეტყვით, რომ სწრაფი კონტრშეტევისას ფეხბურთელები მხოლოდ გოლზე ფიქრობენ. გარდა ამისა, მსაჯმა გოლი ჩათვალა, ეს მისი პრეროგატივაა. მსაჯმა საგოლე ეპიზოდისას თამაშის შეჩერების გადაწყვეტილება არ მიიღო. გოლი თამაშის წესების დაცვით გავიდა.''

ფოტო: armsport.am

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები