„ქემნიცმა“ გუნდის კაპიტანი ნეონაცისტურ ჯფუგთან კავშირის გამო გაათისუფლა
Aa
Aa

„ქემნიცმა“ გუნდის კაპიტანი ნეონაცისტურ ჯფუგთან კავშირის გამო გაათისუფლა

გერმანიის რიგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „ქემნიცმა“ გუნდის თავდამსხმელი, დანიელ ფრანი გასულ უქმეებზე მომდარი ინციდენტის გამო გაათავისუფლა. 32 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამავდროულად გუნდის კაპიტანი გახლდათ „ჰალეშერთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ფრანმა შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნა თვალი და "ქემნიცის" ქომაგთა ულტრა მემარჯვენე ჯგუფის Kaotic Chemnitz-ის წარმომადგენლებთან ერთად იჯდა. ამ ჯგუფის წევრები ნეონაცისტური იდეოლოგიის მომხრეები არიან.

ქალაქ ქემნიცისთვის ნეონაციზმი საკმაოდ მტკივნეული თემაა. 2018 წელს აქ ულტრა მემარჯვენე მასობრივი ექსტრემისტებმა არეულობა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო.

კლუბი მაქსიმალურად ცდილობს ნეონაციზმისგან თავი შორს დაიჭიროს და ფრანის გადაწყვეტილება კატეგორიულად დაგმო. „ქემნიცის“ მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა, რომი პოლსტერმა განაცხადა: „ქემნიცის აქციების მფლობელები ჰალეშერთან მომხდარ ინციდენტს გმობენ. შეძრწუნებულები ვართ და გვინდა გაცნობოთ, რომ კლუბის ყოფილი კაპიტანი, დანიელ ფრანი ქემნიცის ქომაგების მემარჯვენე ჯგუფის, Kaotic Chemnitz-ის მომხრე აღმოჩნდა და ამან კლუბს დიდი ზიანი მიაყენა“.

აღსანიშნავია, რომ ფრანი ყურადღების ცენტრში მარტშიც მოექცა. მაშინ მან მემარჯვენე აქტივისტების მხარდასაჭერად მაისური გამოფინა. პოლსტერის აზრით კლუბს მისთვის მეორე შანსი არ უნდა მიეცა და სინანული, რომელიც ფრანმა გამოხატა სხვა არაფერი იყო, თუ არა - ფარსი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები