ტრაგედია პოლონეთში! ველომრბოლელი ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა და გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია პოლონეთში! ველომრბოლელი ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა და გარდაიცვალა

პერსპექტიული ბელგიელი ველომრბოლელი 22 წლის ასაკში საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. Tour de Pologne-ის ერთ-ერთი რბოლისას, რომელიც გუშინ გაიმართა ბიორგ ლამბრეხტი ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

რბოლა კოკისპირული წვიმის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც უსაფრთხოების ზომების დაცვა ვერ მოხერხდა და კიდევ ორი ინციდენტი დაფიქსირდა.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით შეჯახების შემდეგ ბიორგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების მუშაობის აღდგენა მოახერხეს, მაგრამ ბიორგი ქირურგიული ჩარევის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

ველომრბოლელის გუნდმა, Lotto-Soudal-მა დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „ბიორგის ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და თანაგუნდელებისთვის უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მშვიდად განისვენე ბიორგ“!

ლამბრეხტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით Tour de Pologne-მა ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „ამ ტრაგედიას სიტყვებით ვერ აღვწერთ. დღეს ბიორგ ლამბრეხტი რბოლისას მომხდარი შეჯახების შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გუნდს და მთლიანად ველომრბოლელთა საზოგადოებას ვუსამძიმრებთ“.

ცხელი ამბები