პრობლემა მოგვარდა: ჭიაბრიშვილის გუნდს კენიელი საყრდენი შეუერთდა
Aa
Aa

პრობლემა მოგვარდა: ჭიაბრიშვილის გუნდს კენიელი საყრდენი შეუერთდა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალო'' სტუმრად ''არარატ-არმენიას'' შეხვდება. თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ჭიაბრიშვილის გუნდს კენიელი ელვინ ტერა შეუერთდა, რომელსაც სავიზო პრობლემა ჰქონდა. სწორედ ამ მიზეზით ვერ გაემგზავრა ზაგრებში ''დინამოს'' წინააღმდეგ სათამაშოდ.

ელვინ ტერა დღეს დილით გამთენიისას ერევანში კლუბს შეუერთდა და გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაშია.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''არარატ-არმენიასა'' და ''საბურთალოს'' შეხვედრა ერევანში, 6 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები