კარიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა
Aa
Aa

კარიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა

დღეს გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2 მატჩი გაიმართა. „გოლდენ სტეიტმა“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 116:105 დაამარცხა. ოკლენდელების რიგებში საუკეთესო სტეფ კარი იყო. გამთამაშებელმა 35 წუთის მანძილზე 45 ქულა ჩააგდო. კარიმ კარიმ 13-დან 8 სამქულაინი ჩააგდო, კალათში 10-დან 5 ორქულიანი მოათავსა  და 3-დან სამი საჯარიმო სროლა გამოიყენა. “პორტლენდში” 27 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა. “გოლდენ სტეიტი” 64 მოგებით და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

 

მაიამიშინჩიკაგოსთან” 78:89 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიცჩიკაგომ” 33:8 მოიგო. “ხარებში” 16 ქულით და 15 მოხსნით პო გასოლი გამოირჩა. მაიამელთა რიგებში საუკეთესო ჰასავ ვაითსაიდი იყო - 19 ქულა და 16 მოხსნა. ამ დამარცხებით ფლორიდელებმა საგრძნობლად შეიმცირეს პლეი-ოფში გასვლის შანსები. “მაიამიაღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებით და 44 მარცხით მეათე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები