Aa
Aa

კროოსი: "ადვილი ნამდვილად არაა იმ დონეზე დაბრუნება, რომელზეც რეალი ზიდანის წასვლისას იმყოფებოდა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი „სამეფო კლუბის“ მაისურით ჩასატარებელი მეექვსე სეზონისთვის ემზადება. 29 წლის ფეხბურთელი ზიდანის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რაზეც წინასასეზონო მატჩებში მინდორზე გატარებული წუთების რაოდენობაც მეტყველებს - კროოსმა ყველაზე მეტი, 335 წუთი ითამაშა.

გერმანელმა ნახევარმცველმა სეზონის დაწყებამდე Kicker-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „რეალში“ არსებულ ვითარებას შეეხო: „ჩვენ გვინდა უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ და უფრო სტაბილურად ვითამაშოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ კარგად თამაშობ ტიტულების დასაკუთრებისთვის ბრძოლას არ ეთიშები“.

„ადვილი ნამდვილად არაა იმ დონეზე ასვლა, რომელზეც რეალი ზიდანის წასვლისას იმყოფებოდა. მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, „ზიზუს“ დაბრუნების“ დროს კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გახლდათ“.

კროოსმა აქცენტი „რეალის“ ერთ-ერთ ახალწვეულზე, ლუკა იოვიჩზეც გააკეთა და აღნიშნა: „იოვიჩი გუნდს კარგად შეეწყო, მაგრამ არ გაუმართლა და ტრავმა მიიღო. დარწმუნებული ვარ ლუკა თავის პოტენციალს გამოავლენს და რეალს გააძლიერებს. მას გოლების გატანა კარგად გამოსდის“.

„სამეფო კლუბისთვის“ ახალი სეზონი სტარტს 17 აგვისტოს აიღებს. ლა ლიგის პირველ ტურში „ბლანკოსი“ სტუმრად „სელტას“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები