ჭიაბრიშვილი:''ეს ჩემი გუნდის უპირატესობაა... ყველაფერი თბილისში გადაწყდება''
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი:''ეს ჩემი გუნდის უპირატესობაა... ყველაფერი თბილისში გადაწყდება''

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ''საბურთალო'' ერევანში ''არარატ-არმენიას'' შეხვდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილი:''არარატ-არმენია'' ძლიერი გუნდია, რომელიც მაღალი დონის ადგილობრივი ფეხბურთელებითა და ძლიერი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. ასევე, ''არარატ-არმენიას'' თავისი სათამაშო სტილი აქვს. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად ჩვენ გვაქვს უპირატესობა. ''საბურთალო'' უფრო შეთამაშებული გუნდია ვიდრე ''არარატ-არმენია.''

ვაგნერზე

''ვაგნერ გონსალვეში ტრავმირებულია, თუმცა შესაძლოა საპასუხო მატჩში თბილისში ითამაშოს. ჩემი გუნდის ყველა ფეხბურთელი, რომელიც ერევანში იმყოფება, თამაშისთვის მზადაა.''

უპირატესობა

''შიდა ჩემპიონატში თამაშის პარალელურად ევროპულ ასპარეზზე გამოსვლა ძალიან კარგია, ეს ჩვენი უპირატესობაა.''

ჭიაბრიშვილი ''საბურთალოს'' ფეხბურთელების შესახებ

''ჩემი გუნდის ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ტაქტიკურ სქემასთან ადაპტაცია, როგორც თამაშამდე, ასევე თამაშის მიმდინარეობისას, რაც ცხადია პოზიტიური ფაქტორია. ხვალინდელი მატჩი გამონაკლისი არაა, ჩვენ კვლავ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.''

კონცენტრაცია კონკრეტულ მატჩზე

''ფლეი-ოფზე არ ვფიქრობთ, კონცენტრირებულნი ვართ სომხურ გუნდთან წარმატებულ თამაშზე, ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე ვფიქრობ ყველაფერი თბილისში გადაწყდება. ''არარატ-არმენია'' უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე ჩვენი შესაძლო მეტოქე ფლეი-ოფში.''

''არარატ-არმენიასა'' და ''საბურთალოს'' შეხვედრა ერევანში, 6 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: armsport.am

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები