Aa
Aa

16 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში გაიმართება.

ტურნირში მთლიანობაში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.

საქართველო B ჯგუფში მოხვდა კვიპროსთან, ჩეხეთთან, ირლანდიასთან, პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან.

ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას სამეულში მოსახვედრად განაგრძობს.

ისევე როგორც ყველა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში, 16-წლამდელებშიც B დივიზიონიდან A-ში 3 საუკეთესო გადადის.

ნაკრები 2 დღის წინ დაბრუნდა ევროტურნიდან.

უკრაინაში, ლატვიასა და ბელარუსში ამ ქვეყნის ნაკრებებთან და გუნდებთან ჩვენმა 16-წლამდელებმა ამხანაგური მატჩები გამართეს.

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები