ოფიციალურად! „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჰარი მაგუაიერი გაიფორმა
Aa
Aa

ოფიციალურად! „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჰარი მაგუაიერი გაიფორმა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიდი ხნის ოცნება აისრულა და ინგლისის ნაკრების მცველი, ჰარი მაგუაიერი გაიფორმა. „წითელმა ეშმაკებმა“ „ლესტერს“ 80 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და მაგუაიერთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლებათ.

„იუნაიტედის" ახალწვეულმა „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ძალიან მიხარია ამ დიად კლუბთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. ლესტერში გატარებული დროით სიამოვნება მივიღე და მინდა გუნდს და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო“.

„როცა მანჩესტერში გადასვლის შანსი გეძლევა, რთულია უარი თქვა. მწვრთნელთან უკვე ვისაუბრე და მიხარია მას ასეთი ხედვა და გეგმები, რომ აქვს. ოლე აშენებს გუნდს, რომელიც ტიტულების მოსაგებად იბრძოლებს".

"ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და სეზონის სტარტს მოუთმენლად ველი“.

ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ მაგუაიერი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. აქამდე ამ სტატუსს ვირჯილ ვან დეიკი ატარებდა, რომელიც "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში" 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები