Aa
Aa

Mirror - "ტოტენჰემმა" ლო სელსო დაიბევა

ლონდონის ‘‘ტოტენჰემი’’ ჯოვანი ლო სელსოს შეუთანხმდა. სევილიური ‘‘ბეტისი’’ თანახმაა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, 23 წლის არგენტინელს დაემშვიდობოს და ათეულობით მილიონი ევრო მიიღოს.

Mirror-ის  ცნობით ესპანური გრანდი 52 მილიონ ევროს მიიღებს, ლო სელსოს წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კი შესაძლოა სატრანსფერო თანხა 8 მილიონი ევროთი გაიზარდოს.

გასული სეზონი ლო სელსოსთვის შესანიშნავი იყო, ამპლუით ნახევარმცველმა ლა ლიგის 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლო სელსო 2017 წლიდან არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, ეროვნულ გუნდში 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ბრიტანული მედიის ცნობით ჩრდილოლონდონური კლუბი ‘‘როსარიო სენტრალის’’ აღზრდილს დანიელი კრისტიან ერიქსენის შემცვლელად მოიაზრებს. ასე რომ შესაძლოა დანიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ‘‘დეზები’’ მიმდინარე ზაფხულში დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები