Aa
Aa

"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხა?

კატალონიის „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტი, ხორდი კარდონერი ნეიმარის „კამპ ნოუზე“ შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა და საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

TV3-სთვის მიცემულ ინტერვიუში კარდონერიმ აღნიშნა: “როგორც კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა ნეიმართან დაკავშირებით არაფერი ხდება და საქმე საკმაოდ რთულადაა. ჩვენ პასიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ვიცით, რომ ის პსჟ-ში ბედნიერი არაა, მაგრამ ეს პრობლემა თავად პარიზელებმა უნდა მოაგვარონ.

ჩვენ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე პარი სენ-ჟერმენთან არ გვისაუბრია. პსჟ და ბარსელონა ერთმანეთს პატივს სცემენ და თუ ოდესმე „ნეისთან“ დაკავშირებით რაიმე შეიცვალა, მოლაპარაკებებს აუცილებლად გავმართავთ. თუმცა ამ მომენტისთვის ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხულია“.

შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია „ნეის“ სატრანსფერო საგა უცხოური პრესის განხილვის საგანია. ბრაზილიელს პარ სენ-ჟერმენში დარჩენის სურვილი არ აქვს და „კამპ ნოუზე“ დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ჯერჯერობით მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები