Aa
Aa

The Times - "რეალმა" პოგბას ტრანსფერის თაობაზე "მანჩესტერს" წინადადებით მიმართა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პოლ პოგბას ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართა. „სამეფო კლუბმა“ „წითელ ეშმაკებს“ ხამეს როდრიგესი და 27.4 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო.

„ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები პოგბას სანაცვლოდ 150 მილიონ ფუნტს ითხოვენ და დათმობებზე წასვლას არ აპირებენ. „ნისლიან ალბიონზე“ იუწყებიან, რომ პოგბას გუნდის დატოვება სურს, თუმცა „მანჩესტერში“ სჯერათ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ადგილსამყოფელს არ შეიცვლის.

Times ესპანურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მადრიდელებს „იუნაიტედისთვის“ სარფიანი წინადადების მომზადება უჭირთ, თუმცა დასძენს, რომ „სამეფო კლუბის“ მესვეურები დანებებას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები