Aa
Aa

"მანჩესტერი" დანებდა! დიბალა "ოლდ ტრაფორდზე" აღარ გადავა!

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პაულო დიბალასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და არგენტინელი ფეხბურთელისთვის ბრძოლის გაგრძელებას აღარ აპირებს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ „ლა ხოჯას“ წარმომადგენლებმა „წითელ ეშმაკებს“ ანაზღაურების სახით კვირაში 350 000 ფუნტი მოსთხოვეს და პრობლემები სწორედ ამის გამო გაჩნდა.

„ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა 25 წლის ფეხბურთელის დაყოლიება ვერ მოახერხეს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ლუკაკუსა და დიბალას გაცვლა აღარ შედგება.

„მანჩესტერთან“ წარუმატებლობის შემდეგ არგენტინელის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული. დიბალას ტურინში დაბრუნების პერსპექტივა არ ხიბლავს და Corriere dello Sport-ის ცნობით მას ახალი მსურველი გამოუჩნდა. იტალიური გამოცემა იტყობინება, რომ „ლა ხოჯას“ საკუთარ რიგებში ხილვით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული.

პარიზელები მიმდინარე მოვლენებს გულდასმით აკვირდებიან. ფრანგული გრანდის სპორტული დირექტორი, ლეონარდო დიბალას დიდი გულშემატკივარია და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა მისი გადაბირება სცადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები