ჩემპიონთა ლიგაზე ლაშა დვალის გუნდის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე ლაშა დვალის გუნდის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის ფლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.

ქართველ ფეხბურთელთაგან მესამე ეტაპზე მხოლოდ ლაშა დვალი ასპარეზობს, რომელიც უნგრული ''ფერენცვაროშის'' ღირსებას იცავს.საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდი ზაგრების ''დინამოს'' ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ''მარიბორსა'' და ''რუსენბორგს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ზაგრების ''დინამოსა'' და ''ფერენცვაროშის'' პირველი შეხვედრა 6 აგვისტოს ''მაქსიმირზე'' გაიმართება. 13 აგვისტოს ზაგრების ''დინამო'' გასვლით მატჩს უნგრეთში ჩაატარებს.

''დინამო'' (ხორვატია) / ''ფერენცვაროში'' (უნგრეთი) – ''მარიბორი'' (სლოვენია) / ''როსენბორგი'' (ნორვეგია)

''კლუჟი'' (რუმინეთი) / ''სელტიკი'' (შოტლანდია) – ''სლავია“ (ჩეხეთი)

''იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) – ''ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) / ''კოპენჰაგენი“ (დანია)

„აპოელი“ (კვიპროსი“) / ''ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – პაოკ (საბერძნეთი) / ''აიაქსი“ (ჰოლანდია)

''ბაზელი“ (შვეიცარია) / ''ლინცი“ (ავსტრია) – ''ბრიუგე'' (ბელგია) / ''დინამო“ (უკრაინა)

''ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) / ''ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – ''კრასნოდარი“ (რუსეთი) / ''პორტუ“ (პორტუგალია)

ფოტო: fradi.hu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები