თბილისი კრივის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
Aa
Aa

თბილისი კრივის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

ქართული კრივის ისტორიაში პირველად თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

საქართველოს 30 ქვეყნის ვაჟთა და გოგონათა ნაკრები ეწვია.

26 წონით კატეგორიაში 300-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს

ევროპირველობა ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური და ევროპის კრივის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აიუფ გიოზგეჩი დაესწრნენ.

კრივის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კრივის საერთაშორისო ფედერაციამ და ევროპის კრივის კონფედერაციამ მიხეილ ბატიაშვილი და დავით წიკლაური დააჯილდოეს.

მოკრივეები მედლებისთვის ერთი კვირის განმავლობაში იბრძოლებენ.

ევროპის ჩემპიონატი 11 აგვისტოს დასრულდება.

ცხელი ამბები